დონალდ ტრამპი, ამერიკის მომავალი პრეზიდენტი, ექსცენტრიკული ქცევით, სიმდიდრით, უცნაური თმის ვარცხნილობით და ლამაზი ქალების სიყვარულით არის ცნობილი.
სკანდალური მილიარდერის მესამე და ამჟამინდელი მეუღლე მელანია ტრამპია. ის 1970 წელს სოციალისტურ იუგოსლავიაში დაიბადა და 16 წლის ასაკიდან სხვადასხვა ბეჭდური გამოცემისთვის, მოდელის სტატუსით ფოტოგადაღებებში მონაწილეობა დაიწყო. მელანია თამამ ფოტოსესიებსაც არ ერიდებოდა, თუმცა ქორწინების შემდეგ მოდელის საქმიანობა შეწყვიტა.
მომავალმა მეუღლეებმა ერთმანეთი ნიუ-იორკში, წვეულებაზე გაიცნეს, სადაც ტრამპი მეგობარ ქალთან ერთად მივიდა, თუმცა, ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია, რომ მელანიას გასცნობოდა და ნომერი ეთხოვა. მას შემდეგ, რაც ცივი უარი მიიღო, მიზნის მისაღწევად სამსახურეობრივი მდგომარეობა გამოიყენა: ტრამპი ცნობილია მოდური გამოცემებისა და სილამაზის კონკურსების მფარველობით. რამოდენიმე თვის შემდეგ მათ შორის რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო. ყურებამდე შეყვარებულმა ტრამპმა რადიოეთერის საშუალებით გრძნობებზე საჯაროდ ისაუბრა.
წყვილს ქორწილიც გრანდიოზული ჰქონდა. მელანია ჯონ გალიანოს შექმნილ Dior-ის კაბაში გამოეწყო, რომელიც 20 კილოგრამს იწონიდა. ავტომობილში ჩაჯდომაში მას საგანგებოდ დაქირავებული ასისტენტები ეხმარებოდნენ.
საქორწინო ტორტი 300 ვარდით იყო მორთული, საქორწინო წვეულებას კი მთელი ჰოლივუდი და ბიზნეს-ელიტა ესწრებოდა.
2010 წელს მელანიამ საკუთარი საიუველირეო ბრენდი შექმნა. ამ ფაქტით დონალდი ძალიან კამაყოფილი დარჩა, რადგან მის საყვარელ მეუღლეს, როგორც იქნა, შესაფერისი საქმიანობა გამოუჩნდა.
გამოკითხვის თანახმად, მელანია ყველაზე სექსუალური პირველი ლედი გახდება. მანამდე, ამ ტიტულს დიდი ხნის მანძილზე კარლა ბრუნი ინარჩუნებდა.