კანადური საიმიგრაციო საიტი გადატვირთვის გამო გაითიშა. ამერიკელთა დიდმა რაოდენობამ საცხოვრებლად მეზობელ ქვეყანაში გადასვლის სურვილი გამოთქვა და საიტზე დარეგისტრირება დაიწყო მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდებოდა აშშ-ს მოქალაქეების განცხადებები იმის შესახებ, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას დატოვებდნენ.
კანადური ვებსაიტი ემიგრანტებს საშუალებას აძლევს უბრალოდ საცხოვრებლად დარეგისტრირდნენ ან მოქალაქეობა მიიღონ. ემიგრანტებს ქვეყანა სხვადასხვა პერსპექტივას სთავაზობს, ხშირად მათ მუდმივი საცხოვრებელით უზრუნველყოფს და ოჯახის ჩაყვანის საშუალებას აძლევს.