ყოველწლიურად კომპანია Adobe კონფერენციას სახელწოდებით Adobe MAX ატარებს, რომლის ფარგლებში წლის სიახლეებსა და აპლიკაციებს გვაცნობს. გასულ კვირის , კომპანიის პროექტ VoCo-ს პრეზენტაცია შედგა, რომელიც აუდიოჩანაწერების რედაქტორს წარმოადგენს. მისი დახმარებით არამარტო სიტყვების გადაადგილება, არამედ ფრაზების და წინადადებების ჩამატებაცაა შესაძლებელი და თან, იმავე ადამიანის ხმით, ვისი ჩანაწერიც კორექტირდება.