რომის ქუჩებში Lego-ს სათამაშო ავტომობილები დგას, რომლებიც ზომით რეალურს უტოლდება. სინამდვილეში ეს არის იტალიელი არქიტექტორის, დომენიკო ფრანკოს ფოტო - პროექტი, რომელმაც რომის ძველ ქუჩებში Lego-ს კონსტრუქტორისგან შექმნილი ვერტმფრენები, სპორული, სატვირთო და სხვა ავტომობილები განალაგა. თავად სათამაშოები ჩვეულებრივი ზომისაა, მაგრამ რეტუშის საშუალებით გაზრდილები არიან და ქალაქის პეიზაჟში მშვენივრად ეწერებიან.