ჰილარი კლინტონი 2009-2013 წლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივარი იყო ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში. დღეს, როდესაც კლინტონი საპრეზიდენტო კანდიდატია, ობამა მისი აქტიური მხარდამჭერი და მეგობარია.
8 ნოემბერი შტატებისთვის მნიშვნელოვანი, საპრეზიდენტო არჩევნების დღეა. "ბრძოლა" ჰილარი კლინტონსა და დონალდ ტრამპს შორის კულმინაციას აღწევს.
გუშინ, ჰილარის სასარგებლოდ, ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ კანდიდატის პირადი მიმოწერის შესწავლა დასრულდა და მასში უკანონო ქმედება არ გამოიკვეთა.
შეგახსენებთ, პოსტზე ყოფნისას კლინტონი მიმოწერას პირადი ფოსტით ახორციელებდა. წერილების უმეტესობა დღემდე გრიფით „განსაკუთრებით საიდუმლო“ ინახება.