MTV-ს მუსიკალურ დაჯილდოებაში წელს კანადელი მუსიკოსები ჯასთინ ბიბერი, შოუნ მენდესი, დრეიკი და The Weeknd ლიდერობენ.
ჯასთინ ბიბერმა საუკეთესო სიმღერისთვის “Sorry” და საუკეთესო კანადური წარმოდგენისათვის აიღო ჯილდო. დრეიკი საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ალბომისთვის, ხოლო The Weeknd საუკეთესო ვიდეოსთვის “Starboy" დაჯილდოვდა, რომელიც Daft Punk-თან თანამშრომლობის შედეგია.
დანარჩები გამარჯვებულების სია ასე გამოიყურება:
საუკეთესო ქალი მომღერალი - ლედი გაგა
საუკეთესო მამაკაცი მომღერალი - შოუნ მენდესი
საუკეთესო ცოცხალი შესრულება - Twenty One Pilots
საუკეთესო ახალბედა - ზარა ლარსონი
საუკეთესო პოპი - Fifth Harmony
საუკეთესო როკი - Coldplay
საუკეთესო ალტერნარტივა - Twenty One Pilots
საუკეთესო ელექტრონიკა - მარტინ გარიქსი