თანამედროვე ქალის ცხოვრების სტილი ძალიან აჩქარდა. მუდმივი მოგზაურობა, ხანგრძლივი სამუშაო დღე შესაბამის გარდერობს მოითხოვს. დიანა ქვარიანმა ახალი კოლექციის შექმნისას ეს მიზანი დაისახა. მან შექმნა სამოსი, რომელიც კომფორტულია. სპორტული და მილიტარი სტილი ერთმანეთს კარგად ეხამება. დიზაინერის ხელწერა ადვილად საცნობია მისი გამორჩეული ფერის გრძნობის გამო. ამ მხრივ არც ეს კოლექციაა გამონაკლისი.