Apple Watch-ს ბევრი ფუნქცია აქვს, თუმცა, ამ დრომდე კამერა აქ ჰქონდა. ამ პრობლემით კომპანია Glide დაკავდა. მან CMRA საათებისთვის ორ-კამერიანი შესაცვლელი სამაჯური წარმოადგინა: ერთი სელფისთვის (2 მპ) და მეორე ყველაფერი დანარჩენის გადასაღებად (8 მპ). ორივე ფოტო და ვიდეო გადაღება HD ფორმატშია შესაძლებელი. ინფორმაცია 8 გიგაბაიტიან შიდა მეხსიერებაზე შეინახება. ამავდროულად, სამაჯურზე არსებული ღილაკის საშუალებით ფოტოს და ვიდეოს გაზიარება Twitter-ზე, Facebook-ზე და YouTube-ზეა შესაძლებელი.
სამაჯური ოთხ ფერშია წარმოდგენილი და მისი გაყიდვა 2017 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. თუმცა, უკვე შეგიძლიათ შეკვეთის გაფორმება. ამჟამად სამაჯურის ფასი 149 ამერიკული დოლარია, გაზაფხულისთვის კი 249-მდე გაიზრდება.