3 ნოემბერს თბილისის Mercedes-Benz Fashion Week-ის 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონი Datuna-ს თეატრალიზებული ჩვენებით გაიხსნა. დიზაინერის კოლექციები ფერადოვნებით არასდროს გამოირჩეოდა, ამჯერადაც, მან ტრადიციულად, შავ და თეთრი ფერში დაგაწყვეტილი კოლექცია წარმოადგინა. სადა, შავ სამოსში გამოწყობილ მოდელებს თავზე ქართული ბრენდისა და უკრაინელი რუსლან ბაგინსკის ერთობლივად შექმნილი შლიაპები ეხურათ.
Mercedes-Benz-ის კვირეულის პროგრამა არაერთ საინტერესო ჩვენებას გვპირდება. მასში მონაწილეობას 41 დიზაინერი იღებს. მათ შესაფასებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თბილისში თავი 50-ზე მეტმა მოდის კრიტიკოსმა, ჟურნალისტმა და ბაიერმა მოიყარა. კვირეულს მხარს სხვადასხვა სამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უჭერს.