მიმდინარე კვირას 20-მდე ამერიკულმა ბრენდმა შესაძლებლობა მიიღო ფოტოზე ხუთამდე აღნიშვნა გააკეთონ, რომელზე დაჭერის შემთხვევაში მომხმარებელი ნივთის ღირებულებასა და სხვა ინფორმაციას მიიღებს. ღილაკის „იყიდე ახლა“ საშუალებით ონლაინ-მაღაზიაში გადასვლა და ბრენდის საიტიდან ნივთის ყიდვა იქნება შესაძლებელი.
ამ ფუნქციას პირველები ბრენდული მაღაზიები J. Crew, Michael Kors, Abercrombie & Fitch, Coach, Levi's, Macy's და Tory Burch მოსინჯავენ. აღსანიშნავია, რომ სიახლე Instagram-ს კომერციულ მოგებას არ მოუტანს. თუ ფუნქცია გაამართლებს, ცოტა ხანში ქსელის ყველა ვერსიისათვის სტანდარტულად იქცევა.
Warby Parker from Instagram for Business on Vimeo.