ზოგიერთი შელოცვა ჯოან როულინგის წიგნებიდან “OK Google”-მა აითვისა. მაგალითად „ლუმოსის“ წარმოთქმისას სმარტფონის ფარანი ინთება, შეგახსენებთ, რომ წიგნში ამ სიტყვით ჰარი პოტერის ჰადოსნური ჯოხის წვერი ინთება, „ნოქსი“ კი ჩასაქრობად გამოიყენება. შელოცვის საშუალებით ტელეფონისთვის ხმის ჩაწევაც შეიძლება, საკმარისია უბრალოდ „სილენსიო“ წარმოთქვათ. ახალი ფუნქცია მხოლოდ Android-ის საოპერაციო სისტემის მქონე სმარტფონებისთვისაა ხელმისაწვდომი.
„მაგიური შესაძლებლობები“ Google-ისა და Warner Bros. Pictures-ის თანამშრომლობის შედეგია ახალი ფილმის, „ფანტასტიკური ურჩხულები და სად ვიპოვოთ ისინი“ პრემიერასთან დაკავშირებით. მანამდე ინტერნეტ-გიგანტმა ახალი აპლიკაცია წარმოადგინა, რომლის საშუალებით 1926 წლის ნიუ-იორკში მოგზაურობაა შესაძლებელი, სადაც ფილმის მოქმედება ხდება.