OK! მკითხველებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრის ადგილი უცვლელია: კაფე DOWNTOWN
ჟურნალი OK! გამარჯვებულ მკითხველებთან შეხვედრებს აგრძელებს. წინა თვის მსგავსად, OK!-მ ერთგულ მკითხველს სახალისო კონკურსი შესთავაზა. ათ გამარჯვებულს, რომლებმაც ჟურნალის ყდაზე გამოსახული რესპონდენტის, მაკა ჩიჩუას ვინაობა პირველებმა გამოიცნეს, OK!-ს რედაქციამ კვლავ კოსტავას ქუჩაზე მდებარე კაფე „დაუნთაუნში”, თბილ და არომატულ გარემოში უმასპინძლა. მკითხველებს OK!-ის გამომცემელი, გიორგი შარაშიძე OK!-ის გუნდთან ერთად შეხვდა.
ჟურნალ OK!-ის კონკურსის გამარჯვებულთა ათეული ასე გამოიყურება: ლიზა გელაშვილი, მაგდა დოლაბერიძე, მარიამ თომაშვილი, თათა ქემოკლიძე, მარიამ გიორგაძე, თეკლა გავაშელაშვილი, ნინო დონაძე, მარიამ გურგენიძე, მარა შალუტაშვილი და ანი გაბელაია.
შეხვედრაზე რედაქციამ მკითხველებს ახალგაზრდა დიზაინერი Tinano გააცნო და მის მიერ შექმნილი აქსესუარებით დააჯილდოვა.
შეხვედრაზე ასევე OK!-ის ახალი ონლაინ-პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მკითხველებმა მისი ავტორი, OK!-ის გუნდის ახალი წევრი, ლაშა რამიშვილი გაიცნეს, რომელთან ინტერვიუსა და დეტალებს გადაცემის შესახებ სულ ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.