ზამთარი გვიახლოვდება და კომპანიამ Starbucks სადღესასწაულო სეზონი ჭიქის ახალი დიზაინით აღნიშნა. წინა წლების წითელი ფერისაგან განსხვავებით, წელს ჭიქა მწვანე იქნება. მისი ახალი სახე სიეტლელ დიზაინერს, შოგო ოტას ეკუთვნის. ჭიქაზე გამოსახულია ასობით ადამიანის ფიგურა, სიმბოლურად კომპანიის მომხმარებლები, რომლებსაც ხელში ყავის ჭიქები უჭირავთ.
„ჭიქის ახალი დიზაინი ერთიანობის სიმბოლოა და ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობისკენ მოგვიწოდებს“ - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
ახალ დიზაინს არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰქონდა. ბევრს მოსწონს, ბევს - არა. კომპანია ჯერჯერობით არ ადასტურებს, იქნება ეს მხოლოდ საშობაო დიზაინი თუ მწვანე ფერი წლის სხვა სეზონებზეც შენარჩუნდება.