დღეს დილით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წუხელ 1 ნოემბერს, გვიან ღამით, ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩნდა ცეცხლი. დაიწვა ტაძარში მდგარი სასანთლე მაგიდა, რამაც გამოიწვია უნიკალური მხატვრობის ნაწილობრივ ჭვარტლით დაფარვა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ ვარძიაში შემთხვევისთანავე მიავლინა სპეციალისტები, გაგზავნილია სპეციალური ხარაჩო-დანადგარი. დღეიდან იწყება არსებული მდგომარეობის ანალიზი და დიაგნოსტიკა.
იმედი ვიტოვებთ საქართველოს უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლი მნიშვნელოვანად არ დაზიანებულა.