3 ოქტომბერს პარიზში მომხდარი ყაჩაღობის შემდეგ კიმ კარდაშიანი საკუთარ სახლში ჩაიკეტა და რამდენიმე კვირა არსად გადიოდა. მისი Twitter-ის, Fecebook-ის, Insagram-ის Snapchat-ის გვერდებზე სიჩუმემ დაისადგურა. კიმი ყაჩაღების მისი პერსონით დაინტერესებას სოციალურ ქსელში აქტიურობას აბრალებდა.
კიმის ფსიქოლოგიური მდგომარეობით მისი ახლობლები შეშფოთებული იყვნენ. იგი აღარ უვლიდა თავს, გააუქმა რამდენიმე კომერციულად მომგებიანი ღონისძიება და საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნაც გადაიფიქრა.
თუმცა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ კარჩაკეტილობის პერიოდი მალე დასრულდებოდა. და აი, გუშინ კიმმა დაყაჩაღების დღეს გადაღებული პირველი ფოტო დადო Fecebook-ის გვერდზე, შემდეგ კი საკუთარი დის, კორტნის საიტების ბმულებიც მიაყოლა.
დიჯიტალ-დეტოქსი დასრულებულია!