მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა მოდის გამოცემამ The Business of Fashion და ბრიტანულმა ბრენდმა Topshop სპეციალური პროგრამა წამოიწყო იმ ახალგაზრდებისათვის, ვინც მოდის ინდუსტრიაში მუშაობითაა დაინტერესებული და მზადაა მისი მომავალი გახდეს. 10 გამარჯვებული Voices კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებში მოდის ბიზნესის განვითარების საკუთარ იდეებს ინდუსტრიის ისეთ წამყვან პროფესიონალებს გააცნობენ, როგორებიც არიან ჯონ გალიანოს, მარიო ტესტინოს, ნატალი მასენეს, ემბერ ვალეტას და სხვა.
კონკურსში მონაწილეობა 30-წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ, ანკეტა კი 21 ნოემბრამდე უნდა შეავსონ. მსურველებმა ანკეტაში უნდა ჩაწერონ 250-სიტყვიანი ესსე იმაზე, თუ როგორც შეცვლიდნენ მოდის ინდუსტრიას და 60-წუთიანი ვიდეო, თუ რატომაა ის „მომავლის ხმა“.
ყველა დანარჩენს, იმისთვის, რომ Voices კონფერენციაზე მოხვდნენ, ბილეთში 5000 ევროს გადახდა მოუწევთ. თან ადგილებიც შეზღუდულიაო. წარმატებას გისურვებთ „მომავლის ხმებო“ და იმედს ვიტოვებთ, გამარჯვებულებს შორის ქართველი ახალგაზრდებიც ვიხილოთ.