მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ოლიმპიელი მოცურავე ქორწინების უღელში შეება. 13 ივნისს მაიკლ ფელფსი და ნიკოლ ჯონსონი პატარა, დახურულ ცერემონიაზე დაქორწინდნენ, გასულ შაბათს კი სასიხარულო ამბავი მექსიკაში, კაბო სან ლუკასის ქვიშიან სანაპიროზე, უფრო ფართო საზოგადოებაში აღნიშნეს.
ნიკოლს დიზაინერ ჯული ვინოს ულამაზესი საქორწინო კაბა ამშვენებდა, ხოლო მაიკლი რუხ კოსტიუმში იყო გამოწყობილი. წყვილი ერთმანეთს 2007 წელს შეხვდა, ხოლო 2016-ში პირველი შვილი - ბუმერი შეეძინათ.