ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ქალიშვილი ლილი როუზ დეპი Chanel-ის განახლებული არომატის N°5 L'Eau-ს სახე გახდა. ახალ არომატზე ოლივიე პოლჟმა იმუშავა. მან სუნამოს მოძველებული პუდრის ნოტები მოაშორა და ვანილის კონცენტრაცია დაწია, ჟასმინის არომატი შეამსუბუქა და ფორთოხლის ცედრა და ხის არომატი გააძლიერა, ილანგ-ილანგი დაუმატა. საბოლოო ვარიანტი უფრო მსუბუქი და თანამედროვე ადამიანისთვის გასაგები გახდა.