მაილი საირუსმა ხმები მისი და ლაიამ ჰემსვორტის ნიშნობის შესახებ დაადასტურა, უკვე მეორედ! მაილი და ლაიამი 2009 წლიდან ხვდებიან. ერთმანეთი ნიკოლას სპარკსის წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმში „უკანასკნელ სიმღერა“ გაიცნეს, 2012-ში ნიშნობა გამოაცხადეს, მომდევნო წელს კი დაშორდნენ.
ურთიერთობის აღდგენიდან ცოტა ხნის შემდეგ, მაილიმ საკუთარ Instagram-ზე ფოტო გააზიარა, სადაც მის თითზე ნიშნობის ბეჭედიც ჩანს.
ელენ დეჯენერისთან ინტერვიუს დროს მომღერალმა ნიშნობის შესახებ გავრცელებული ხმები დაადასტურა.
„ხანდახან ბეჭედს ბიჟუტერიით ვანაცვლებ, რომელზეც მულტიპლიკაციური გმირებია გამოსახული, ჩემთვის ცოტა უცნაურია ნამდვილი სამკაული, რადგან დათუნიების და ბამბის ნაყინის ფორმის აქსესუარები მაქვს. ბეჭედი არ ჯდება ჩემს ესთეტიკაში, მაგრამ ვატარებ იმიტომ, რომ ვუყვარვარ“ - ამატებს მაილი.