თბილისში 2017 წლის დასაწყისში დასუფთავების ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან. პირველ ეტაპზე მუშაობას სპეციალურ ფორმაში გამოწყობილი 20 ისპექტორი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეუდგება. ისინი თავდაპირველად მოქალაქეებს დარღვევაზე მიუთითებენ, ქმედების განმეორების შემთხვევაში კი დააჯარიმებენ.
„თბილსერვის“ ჯგუფის დირექტორის მოადგილემ, ბატონმა დავით დოლიძემ განაცხადა, რომ თბილისში მიწისქვეშა ურნების დადგმაც იგეგმება, რომლებიც უფრო დიდი ზომის იქნება.
იმ შემთხვევაში, თუ “თბილსერვის” ჯგუფის ახალი სამსახური გაამართლებს და მოსახლეობისგან დადებითი შეფასებას მიიღებს, დასუფთავების ინსპექტორები მთელს თბილისში გამოჩნდებიან.