ჰოლივუდის დიდების ხეივანში დონალდ ტრამპის ვარსკვლავი დააზიანეს. მამაკაცი ქურთუკითა და ჩაფხუტით ვიდეო-კამერამ დააფიქსირა. მან განაცხადა, რომ ამ ქმედებით სურდა ყურადღება იმ ქალებზე გადაეტანა, ვიზეც პრეზიდენტობის კანდიდატმა სექსუალურად იძალადა.
თავად ტრამპი ყველა ბრალდებას უარყოფს. მას ვარსკვლავი 2007 წელს ერგო წილად და ეს მისი ვანდალური დაზიანების პირველი ფაქტი არაა.
მანამდე, ვარსკვლავი მინიატურული კედლით შემოსაზღვრეს, შტატებსა და მექსიკას შორის კედლის აშენების პროტესტის ნიშნად. ადგილი მასზე გრაფიტის გადახატვის შემთხვევებსაც ქონდა. მიუხედავად ამისა, ვარსკვლავი კვლავ ძველ ადგილზე რჩება.