წელს, ბრიტანული პრემიის ლაურეატი ამერიკელი მწერალი პოლ ბიტი გახდა. მან The Man Booker Prize სატირული რომანისთვის „ამოყიდვა“(The Sellout) მიიღო. წიგნი ახალგაზრდა ადამიანის სასამართლოთი იწყება, რომელიც ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ გარეუბანში მონობის აღდგენას გადაწყვეტს. ეს 54 წლის მწერლისთვის მეოთხე რომანია. ბიტიმ ჯილდოსთან ერთად 50 ათასი ფუნტი სტერლინგი მიიღო.
ბუკერის პრემიის ჟიურის თავმჯდომარის, ამანდა ფორმანის თქმით, რომანი ერთდროულად გამაოგნებელი და მოულოდნელად სასაცილოა, ის სოციალურ ტაბუს ანგრევს.
2013 წლამდე ბუკერის პრემია მხოლოდ ბრიტანეთის, ირლანდიის და ერთა თანამეგობრობაში შემავალი ქვეყნების მოქალაქეებს გადაეცემოდათ.