25 ოქტომბერს CinéDOC Tbilisi - ის გამარჯვებული ფილმები გამოვლინდა. დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი თბილისში უკვე მეოთხედ ჩატარდა.
საერთაშორისო საკონკურსო სექციაში გამარჯვებული ფილმები და რეჟისორები არიან:
გამარჯვებული ფილმი − ძმები / რეჟისორი – ვოიტეკ სტარონი;
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა - ოჯახური ურთიერთობები / რეჟისორი – ტომ ფასარტი.
CivilDOC საკონკურსო სექცია:
გამარჯვებული ფილმი – სესილია / რეჟისორი – პანკაი ჯოჰარი;
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა – ვინღა შემიყვარებს ახლა? / რეჟისორები – ბარაკ ჰეიმანი, ტომერ ჰეიმანი.
Focus Caucasus საკონკურსო სექცია:
გამარჯვებული ფილმი – ერთი, ორი, სამი / რეჟისორი – არმან იერიციანი;
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა - ახალგაზრდა მოჭიდავეები / რეჟისორი – მეთ გუმურჰანი.
სტუდენტური ჟიურის რჩეული - ძმები / რეჟისორი – ვოიტეკ სტარონი
მაყურებლის რჩეული - ტრანზიტ ჰავანა / რეჟისორი – დანიელ აბმა
CinéDOC Young – ვცეკვავ შენთვის / რეჟისორი – ერლენდ ე. მო