მირანდა ქერმა ევან სპიგელზე დანიშვნის ამბავი ივლისში, Snapchat-ზე ატვირთული ბრილიანტის ბეჭდის ფოტოს საშუალებით გვამცნო. მაგრამ, მის თაყვანისმცემლებს აინტერესებთ რა იყო მანამდე? ამიტომ, მოდელმა როგორც იქნა, ხელის თხოვნის დეტალები გაგვიმხილა.
„მირანდა, პირველად და უკანასკნელად, შენ წინაშე მუხლებზე ვიჩოქებ“ - ამ ფრაზით მიუმართავს ევანს შეყვარებულისთვის.
„მე ძალიან ვნერვიულობდი და სიხარულისგან ვკანკალებდი“ - დაამატა მირანდამ - „ ევანი სახლის ადამიანია, ჩემსავით. ძალიან უყვარს სამზარეულოში ტრიალი, ხშირად ჩვენი მეგობრებისთვის პატარა წვეულებებს ვაწყობთ“.
ქორწილი მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი. რა თქმა უნდა, OK!-ის ერთგულ მკითხველს ცხელ-ცხელ ამბებს მივაწვდით.