ტომ ფორდის მეორე სარეჟისორო ნამუშევრის, „ღამის ცხოველების“ პრემიერა ვენეციის 73-ე კინოფესტივალზე შედგა. ფილმმა დადებითი გამოხმაურება და გრან-პრი მიიღო. რამოდენიმე დღის წინ კი, ფილმის თრეილერი გამოვიდა.
ისტორიის ცენტრში გალერისტი სიუზანი (ემი ადამსი) და მწერალი ედვარდია (ჯეიკ ჯილენჰოლი), რომელიც მოულოდნელად ყოფილ მეუღლეს ახალდამთავრებულ წიგნს უგზავნის. ახალი რომანი ძველ გრძნობებს აღვიძებს.
თრეილერის პირველივე კადრებიდან ჩანს, რომ ფორდის მეორე ფილმი ესთეტურად ისეთივე სრულყოფილი იქნება, როგორც პირველი - „მარტოხელა მამაკაცი“ კოლინ ფერტისა და ჯულიანა მურის მონაწილეობით.