ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი ჯორჯ ქლუნისა და Nespresso-ს მეთორმეტე ერთობლივი ნამუშევარია.
ახალ სარეკლამო ეპიზოდში სახელწოდებით Change Nothing, ჯორჯი კვლავ საყვარელი სასმელის დაგემოვნებას ცდილობს. იგი მომხიბვლელ ქალს გამოელაპარაკება, რომელიც ეჭვიანი განგსტერის ცოლი აღმოჩნდება და ყავის მოყვარული კეკლუცი ჯორჯი თავს შარში ჰყოფს.