ყველასთვის, ვისაც ბარგის ტარება ტანჯვად ქცევია, კალიფორნიულმა კომპანიამ ავტონომიური ჩემოდანი გამოიგონა, რომელიც ლეკვივით თან დაგყვებათ. ჩემოდანი სმარტფონთანაა დაკავშირებული და ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია მოძრაობა. ჩემოდანი გამოსადეგია როგორც ბიზნეს-ადამიანებისათვის, ასევე უბრალო მოგზაურთათვის და შშმ პირთათვის. ის სამი ზომისაა და 399, 495 და 595 ამერიკული დოლარი ღირს.
„ავტონომიური ჩემოდანი გაცილებით კომფორტულია“-აცხადებს Travelmate Robotics-ის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ნეარი, რომელმაც დაახლოებით ერთი წლის წინ გადაწყვიტა, რომ მოგზაურობისას „რობოტი კომპანიონის“ ყოლა ძალიან კარგი იქნებოდა. თუ ჩემოდანი ტელეფონს 15 ნაბიჯზე მეტად დაშორდა, ავტომატურად რეკვას იწყებს და სიგნალი ტელეფონს გადაიცემა.
ჯერჯერობით, ჩემოდნის საბოლოო ვარიანტზე მუშაობა დასრულებული არ არის. შესაძლოა, მომავალი წლისთვის „რობოტი მეგობარი“ კამერით ან რადიოლოკატორით აღიჭურვოს.