მიმდინარე წლის დასაწყისში ეკრანებზე რიჩარდ ტანის ფილმი „სამხრეთი შენთან ერთად“ გამოვიდა, რომელშიც მოთხრობილია ბარაკ ობამასა და მისი მომავალი მეუღლის, მიშელ რობინსონის შეხვდრის ისტორია. ახლა კი, გამოსასვლელად მეორე, პრეზიდენტის ახალგაზრდობის წლებზე გადაღებული ფილმი ემზადება. ვიკრამ განდის ფილმში მაყურებელი კვლავ ობამას ახალგაზრობას ნახავს, ამჯერად მიშელთან შეხვედრამდე რამოდენიმე წლით ადრე, იმ დროზე, როდესაც მომავალი პრეზიდენტი კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა.
მთავარ როლს დევონ ტერელი ასრულებს, მისი პარტნიორები კი ეშლი ჯადი, ჯენა ელფმანი და სხვა მეტნაკლებად ცნობილი მსახიობები არიან.
ფილმი სახელწოდებით „ბარი“ ეკრანებზე 16 დეკემბერს გამოვა.