ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ყოფილი მცველი, მარკ ბილინგემი Sunday-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ წყვილის ექვს შვილს ფაქტიურად, მამობას უწევდა.
ბრიტანეთის საგანგებო საჰაერო სამსახურის ყოფილი ოფიცერი, რომელიც წყვილთან 18 თვის განმავლობაში მუშაობდა, იხსსენებს, რომ ანჯელინასა და ბრედს ყველაზე მეტად ბავშვების გამოსასყიდის მიზნით მოტაცების ეშინიათ. მშობლები მათ გარემოცვას მუდმივად აკონტროლებენ და ბილინგემის ძალიან ენდობოდნენ.
„დასაწყისიდანვე გასაგები გახდა, რომ ბავშვებს ძალიან მოვწონდი და საკმაოდ დავახლოვდით, მათთან ვცხოვრობდი და ბავშვების წაყვანა ნებისმიერ ადგილას შემეძლო. მხოლოდ მე მქონდა ამის უფლება“.
ბილინგემმა დაამატა, რომ ის ყურადღებას აქცევდა ბავშვებს, მაშინაც, როდესაც ანჯელინა გადაღებების გამო დიდი ხნით მიდიოდა ან ლტოლვილების მოსანახულებლად მიემგზავრებოდა.
„ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა, ბავშვების მოვლის გარდა, იყო ის, რომ ბრედი და ანჯელინა უცნაურ კითხვებს სვამდნენ. მაგალითად, როგორ უნდა მოსულიყვნენ რომელიღაც ბარში, ან რა უნდა გაეკეთებინათ იქ რომ მომხვდარიყვნენ. ისინი არ არიან სულელები, მაგრამ საკუთარი ცხოვრების წესის გამო ასეთი მარტივ მოქმედებებს ვერ ახერხებენ. ამ ფაქტმა ძალიან გამაკვირვა.“
ბილინგემმა, სამი წინამორბედის მსგავსად, სამსახური დატოვა, რადგან მისი თქმით ნორმალური ყოფის დაბრუნება სურდა. ვარსკვლავურ წყვილთან მუშაობის პერიოდში მას არ ქონდა პირადი ცხოვრება, გადაღლილი იყო და საკუთარ ექვს შვილსაც კი ვერ ნახულობდა.