პირველად, ხმები მსახიობ ჯენიფერ ლოურენსისა და რეჟისორ დარენ არონოფსკის რომანის შესახებ მარტში გაისმა, როდესაც მათი თანამშრომლობის შესახებ გახდა ცნობილი. სექტემბერში წყვილი რომანტიულ ვახშამზე ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში შეამჩნიეს და მას შემდეგ ერთად ხშირად ხედავენ.
„ჯენიფერი და დარენი ნამდვილად შეყვარებულები არიან, მაგრამ ცდილობენ ურთიერთობას აფიშირება არ გაუკეთონ. გადაღებებმა ძალიან დააახლოვა ისინი“- ასე შეაფასა მსახიობისა და რეჟისორის ურთიერთობა მათთან დაახლოებულმა პირმა The Sun-თან საუბრისას.
ეს ჯენიფერის პირველი საჯარო რომანია მას შემდეგ, რაც Coldplay-ს კრის მარტინს დაშორდა. გარდა ამისა, დარენი არ არის პირველი რეჟისორი მის ცხოვრებაში. ჯენიფერს რომანტიული ურთიერთობა რეჟისორ გეიბ პოლსკისთან ქონდა. თავის მხრივ, არონოფსკი დანიშნული იყო მსახიობ რეიჩელ ვაისზე, რომელტანაც 10 წლის შვილი ყავს. საბოლოოდ რეიჩელმა დარენს მისი ამჟამინდელი მეუღლე, სახელგანთქმული აგენტი 007, დენიელ ქრეიგი ამჯობინა.