პოპ-მომღერალმა ჯენიფერ ლოფესმა თავის მეგობარ მამაკაც, 29 წლის მოცეკვავე კასპერ სმარტთან ურთიერთობა გაწყვიტა. თავდაპირველად წყვილის დაშორების მიზეზად უბრალო ჩხუბს ასახელებდნენ, ახლახანს კი რეალური მიზეზი გაირკვა. აღმოჩნდა, რომ კასპერი მოღალატეა! გაცეცხლებულმა ჯენიფერმა საყვარელი სახლიდან გააგდო.
წყვილი 2011 წლიდან ხვდებოდა ერთმანეთს. პირველად ჯენიფერმა კასპერი ღალატის ფაქტზე ორი წლის წინ დაიჭრა, მამაკაცი იფიცებოდა რომ გამოსწორდებოდა, თუმცა მიცემული პირობა არ შეასრულა.
ამჯერად, ჯენიფერი მყარად დგას თავის პოზიციაზე და შერიგებას აღარ აპირებს.