17 ოქტომბერს მისურის შტატის ქალაქ სენტ-ჯოზეფში მარშალ ბრიუს მატერს III, იგივე ემინემი დაიბადა.
- რეპერი რომ დაიბადა, დედამისი 15 წლის იყო.
- პატარა ემინემს დიდი ყურების გამო მიკის ეძახდნენ, თუმცა არ სწყინდა.
- მადონაზე იყო შეყვარებული.
- ამტკიცებს, რომ მერაია ქერისთან ჰქონდა რომანი, თუმცა მერაია ამ ფაქტს უარყოფს.
- მისი საყვარელი ფილმებია „ნაიარევი სახე“ და „მატრიცა“.
- საღამოობით ლექსიკონებს კითხულობს სიტყვათა მარაგის შესავსებად.
- პრესამ ოთხჯერ გამოაცხადა გარდაცვლილად.
- Lose Yourself პირველი ოსკაროსანი რეპ-სიმღერაა.
- არასდროს ილანძღება ბავშვების თანდასწრებით.
- ერთადერთი წიგნი, რომელიც წაიკითხა არის რეპერ LL Cool J-ის მემუარები „მე თავად ვადგენ წესებს“.
- არ ეწევა.
- მუდმივად ატარებს სამაჯურს და ბეჭედს წარწერით „მამა“.
- არ იცის კომპიუტერის გამოყენება, ყველა ტექსტს ხელით წერს.
- აღარ აპირებს დაქორწინებას და შვილების ყოლას.
- უარი თქვა როლზე ფილმში „ელიზიუმი“. მის ნაცვლად მეთ დეიმონმა ითამაშა.