პარიზში თავდასხმის შემდეგ კიმ კარდაშიანმა არამარტო საკუთარი Instagram-ი და სხვა სოციალური ქსელები შეაჩერა, არამედ მომავალ წლამდე წვეულებებზე სიარულიც შეწყვიტა.
კვირის ბოლოს რეალითი-შოუს ვარსკვლავს 36 წელი უსრულდება. თავდაპირველად, კიმი დაბადების დღის აღნიშვნას ლას-ვეგასში აპირებდა, თუმცა, როგორც „ცოდვების ქალაქის“ ერთ-ერთი დიდი სასტუმროს წარმომადგენელმა განაცხადა, იუბილარმა გეგმები გააუქმა.
ახლობლების თქმით, კიმი შოკური მდგომარეობიდან გამოვიდა, მაგრამ თავს მაინც დათრგუნულად გრძნობს. ის შვილებთან და დედასთან ერთად ლოს-ანჯელესში, კარგად დაცულ სახლში გადავიდა და საზოგადოების წინაშე გამოჩენას თავს არიდებს.