მიმდინარე წლის დასაწყისში, შერიგების შემდეგ, მაილი საირუსი და ლაიამ ჰემსვორტი საჯაროდ გამოჩენას ერიდებიან. წლის განმავლობაში წყვილი არცერთ საჯარო ღონისძიებაზე არ გამოჩენილა. და აი, ნანატრი დღეც დადგა! Variety Power of Women-ის წვეულებაზე შეყვარებულები ერთად მივიდნენ. მაილი საირუსს, მისი საქველმოქმედო საქმიანობის გამო, პატივად ერგო გამოცემის ყდაზე მოხვედრა.
მაილიმ 2014 წელს არაკომერციული ფონდი, Happy Hippie Foundation დააარსა, რომელიც უსახლკარო ახალგაზრდებს ეხმარება.