ფილმის “მოხეტიალე-ერთი: ვარსკვლავური ომების ისტორიები“ საფინალო თრეილერი გამოვიდა.
გამოაშკარავდა, რომ ჯინ ერსოს პერსონაჟი მსახიობ ფელისიტი ჯონსის შესრულებით, სიკვდილის ვარსკვლავის ერთ-ერთი შემქმნელის შვილია. ის ამბოხებულთა რაზმს ეხმარება. გოგონას მამას მსახიობი მადს მიკელსონი თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ ფილმი გვიყვება „ვარსკვლავური ომების“ მეოთხე ეპიზოდის წინაისტორიას და ეკრანებზე 14 დეკემბერს გამოვა.