15 ოქტომბერს უცნობმა მამაკაცმა მოდელ მირანდა ქერის სახლში შეჭრა სცადა. როგორც სააგენტო Associated Press გვატყობინებს, მირანდას პირადი მცველი ინციდენტის შედეგად მძიმედ დაიჭრა.
მისი ცნობით, მამაკაცი გადაძვრა ღობეზე, მცველს შეეჩეხა და დანით მძიმე ჭრილობა მიაყენა თვალში. პირადმა მცველმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა და ბოროტმოქმედს სამჯერ ესროლა.
ამჟამად ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ექიმების თქმით ორივე მათგანი გადარჩება.
ინციდენტის დროს მირანდა ქერი სახლში არ იმყოფებოდა.