წელს Instagram-ი მეექვსედ აღნიშნავს დაბადების დღეს და ამ თარიღთან დაკავშირებით 350-კაციანმა გუნდმა შენობის შეცვლა გადაწყვიტა. ახალი ოფისი სტუდია Gensler-მა დააპროექტა და ის მენლო-პარკში განთავსებულ Facebook-ის შტაბ-ბინასთან ახლოს მდებარეობს.
თეთრი კედლები, ხის ავეჯი და სკანდინავიური სტილი თავად აპლიკაციის ანარეკლია და იდეალურ გარემოს ქმნის ფოტოების გადასაღებად. ასევე, ოფისში ჰოლივუდელი სპეციალისტების მიერ შემუშავებული რამოდენიმე ფოტოზონაა განლაგებული.