ახალი სერიალის, „გაყრის“ გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, სარა ჯესიკა პარკერი, რომელიც მასში მთავარ როლს ასრულებს, რობერტ დაუნი-უმცროსთან დიდი ხნის წინანდელ რომანზე გვესაუბრება. მსახიობის თქმით, რობერტ დაუნისთან ურთიერთობისას, მას ხშირად უწევდა მამაკაცზე ზრუნვა და სწორედ იმ პერიოდში გაიგო რა განსხვავებაა სიყვარულსა და დახმარების სურვილს შორის, რა სახის უნდა იყოს ურთიერთობა და რა არ უნდა იყოს მასში.
შეგახსენებთ, რომ მსახიობები ერთმანეთს 80-იანი წლების შუა პერიოდში ხვდებოდნენ. იმ დროს რობერტს ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან პრობლემები ჰქონდა, რასთან ბრძოლაშიც სარა ჯესიკა ყველანაირად ეხმარებოდა.
თავად სარა ამბობს: „რობერტი დამეხმარა გამეგო, სინამდვილეში როგორ უნდა აღვზარდო შვილები. მან მასწავლა რას ნიშნავს სხვა ადამიანის გამო მსხვერპლის გაღება“.
წყვილი 1991 წელს, 7 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა. სარა ჯესიკა ახლა ასევე მსახიობის, მეთიუ ვროდერიკის მეუღლეა. ისინი სამ საერთო შვილს ზრდის.