ვინ არის ყველაზე ლამაზი კარდაშიან/ჯენერი? რა თქმა უნდა ყველა არაჩვეულებრიავია! ყოველ შემთხვევაში თავად ასე ფიქრობენ.
„მე და ჩემს დებს გვიყვარს დისნეის მულტფილმები. ყველა ერთად ვუყურებდით, როცა მე და კაილი პატარები ვიყავით. არასდროს დავფიქრებულვარ, თუ რომელ პრინცესას ვგავარ, სანამ ჩემმა მეგობარმა თავი მულანს არ შეადარა. სასაცილოა. ამან დამაფიქრა, თუ რომელ პრინცესებს შეესაბამებიან ჩემი დები და რა თქმა უნდა მეც“ - ამბობს კენდალი.
როლები გადანაწილებულია. ისღა დაგვრჩენია, კარდაშიან/ჯენერების დისნეის რიმეიქები წარმოვიდგინოთ.