ჯანლუკა ვაკიმ ახალი, რიგით მეორე ვიდეო გაგვიზიარა, სადაც Sia-ს მუსიკის ფონზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ცეკვავს.
49 წლის იტალიელმა მეწარმემ „მოცეკვავე მილიონერის“ მეტსახელი მას შემდეგ მოირგო, რაც ივლისში საკუთარი Instagram-ის გვერდზე ცეკვის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელმაც სოციალური ქსელი „ააფეთქა“.