ჯოან როულინგმა დაადასტურა, რომ მისი წიგნის „ფანტასტიკური ურჩხულები და სად ვიპოვოთ ისინი“ ხუთ ფილმს გადაიღებენ. ადრე გავრცელებული ინფორმაციით კინოკომპანია Warner Brothers-ი მხოლოდ სამი ფილმის გადაღებას აპირებდა, რომლებიც არა ჰარი პოტერის ისტორიის გაგრძელება, არამედ დამოუკიდებელი ნამუშევრები იქნებოდა, რომლებიც ჰარის სამყაროზე უფრო ფართო წარმოდგენას შეგვიქმნის. სცენარებზე თავად როულინგი იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ პირველი ფილმის პრემიერა 18 ნოემბერს შედგება.