ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევითა და უნივერსიტეტის ორგანიზებით, ბორის აკუნინთან შეხვედრა შედგება. დღეისთვის ყველაზე პოპულარულ, ქართული წარმოშობის რუსი მწერალთან შეხვედერა 18 ოქტომბერს, 19 საათზე შედგება.
გრიგოლ ჩხარტიშვილი, ცნობილი რუსი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, იაპონისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე ბორის აკუნინის ფესდონიმითაა ცნობილი. პირველი მხატვრული ნაწარმოები მისი სახელით 1998 წელს გამოაქვეყნდა. განსაკუთრებული პოპულარობა მწერალს ისტორიულ-დეტექტიური რომანების სერიამ ერასტ ფანდორინზე მოუტანა. შეხვედრის დასასრულს, მწერალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში, ინგლისურ ენაზე, სინქრონის თანხლებით წარიმართება.
შეხვედრის მოდერატორია ლონდონში მოღვაწე ლიტერატურის კრიტიკოსი და კულტურის ჟურნალისტი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პარტნიორი, მაია ჯაგი.