გუშინ ინტერნეტ-გამოცემა E!-ს ცნობით, “ბედის ვარსკვლავის ბრალიას“ და „დივერჯენტის“ ვარსკვლავი შეილინ ვუდლი საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს. 24 წლის მსახიობი და აქციის დანარჩენი 27 მონაწილე ინდიელების მიწაზე ბუნებრივი აირის მილების გაყვანას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები უკანონო შეჭრისა და არეულობის მოწყობის ბრალდებით facebook-ის პირდაპირი ტრანსლიაციის დროს დააკავეს. ცოტა ხნის წინ შეილინი ჩრდილოეთ კაროლინაში ნავთობის მილის გაყვანას აპროტესტებდა.
გამოცემას ვუდლიმ განუცხადა, რომ მისი დაკავების მიზეზი პოპულარობაა. ის უკვე თავისუფალია. მსახიობმა ყველა მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა, რადგან ისინი ზრუნავე გარემოზე და დაამატა რომ ინდილების მიზაწე უძველესი სამარხებია, რომლებისც არ უნდა განადგურდეს.