„ბინდის“ ვარსკვლავმა ქრისთენ სტიუარტმა ღიად ისაუბრა მის სექსუალურ ცხოვრებაზე. 26 წლის მსახიობი ჟურნალ Elle-ის პირველ გვერდზეა. ქრისთენი მის გარშემო მოსიარულე ჭორებს პასუხობს: „მე არ მრცხვენია და არ ვარ დაბნეული“.
სტიუარტის თქმით, მას შემდეგ, რაც გოგოებთან დაიწყო შეხვედრა, საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ მკვეთრად შეიცვალა.
„ამის დამალვა იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ მრცხვენია. ამიტომ საპირისპიროდ მოვიქეცი, რამაც ჩემი ცხოვრება უფრო ღია გახადა და მეც უფრო გამაბედნიერა“.
როგორც იცით, ვარსკვლავი წლების განმავლობაში მის ცნობილ პარტნიორს, რობერტ პატინსონს ხვდებოდა, რის შემდეგაც ქალებზე გადაერთო. სულ ახლახანს, გავრცელდა ხმები ქრისთენისა და კარა დელევინის ყოფილი შეყვარებულის, სენტ ვინსენტის ურთიერთობის შესახებ. თუმცა, ჯერჯერობით ეს ხმები არცერთ მათგანს დაუდასტურებია.
შეკითხვას რობერტ პატინსონთან ურთიერთობაზე ქრისთენი პასუხობს, რომ ის უბრალოდ „გაცვდა“.