„ჯონ უიქის“ პირველი ნაწილი 2014 წელს გამოვიდა და ფილმში ჩადებული თანხა ოთხმაგად აანაზღაურა. ორი წლის შემდეგ, მეორე ნაწილის გამოსვლის შესახებ გახდა ცნობილი. მსოფლიო პრემიერა 9 თებერვალსაა დაგეგმილი და პირველი კადრებიც გვაქვს. მთავარ როლში კვლავ კიანუ რივზია, მოქმედება კი რომში ხდება.