სელენა გომესი პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე მას შემდეგ, რაც აგვისტოში ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შესვენება აიღო. „როგორც იცით, ერთი წლის წინ მჭამელას დიაგნოზი დამისვეს, რომელიც ყველა ადამიანზე თავისებურად მოქმედებს. მე მქონდა პანიკის შეტევები და დეპრესია, ამიტომ გადაავწყვიტე დამესვენა და საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიმეხედა“ - განუცხადა მომღერალმა ჟურნალს People.
სელენას თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელოდნენ მის გამოჩენა და სულ რამოდენიმე დღის წინ გომესი ტენესიში, Texas Roadhouse-ში ლანჩისას შეამჩნიეს.