ქართული ხელოვნება და კულტურული მემკვიდრეობაა ახალი ვიდეო კლიპის მთავარი თემა, რომელიც Holmes & Watson სარეკლამო კომპანიამ გადაიღო. ვიდეოში სხვადასხვა ისტორიული მომენტები და ტრადიციებია ასახული.
ვიდეო სახელწოდებით „გიყვარდეს მეტი“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კამპანიის ნაწილია. ვიდეო კლიპზე რეჟისორმა ნიკუშა ანთაძემ, ფოტოზე ტატო კოტეტიშვილმა და მუსიკაზე Nikakoi-მ იმუშავეს.