საავტომობილო მარკამ Ferrari 1947 წელს პირველი ავტომანქანები გამოუშვა. 2017 წელს კომპანიას 70 წელი შეუსრულდება, თუმცა იუბილეს აღნიშვნას უკვე შეუდგნენ.
კომპანიამ უნიკალური, სხვადასხვა ფერის ავტომობილის 70 ერთეული გამოუშვა, რომლებშიც კომპანიის ისტორიაა ასახული. პროექტის ფარგლებში ყველა ვინტაჟური ფერი აღდგება, ახალი დიზაინი და ფერთა შეხამება შეიქმნება და ამ ახალი ფერისა და ფორმის ავტომობილის მხოლოდ ერთი ეგზემპლიარი შეიქმნება.