ალიშა კისმა ახალი სიმღერა სახელწოდებით Blended Family (What You Do For Love) ჩაწერა, რომელის თემა რთული ოჯახური ურთიერთობებია. სიმღერა გვიყვება ბავშვზე, რომელსაც მამა და დედინაცვალი ზრდიან.
ალიშამ ნამუშევარი მისი ახლანდელი მეუღლის, Swizz Beatz-ის ყოფილ ცოლს, მომღერალ Mashonda-ს მიუძღვნა. Swizz Beatz-ს ერთი ვაჟი პირველი ქორწინებიდან, ხოლო ორი მეორედან ყავს. კისმა სიმღერა A$AP Rocky-სთან ერთად ჩაწერა, რომელიც ასეთივე „შერეულ“ ოჯახში გაიზარდა
Blended Family ალბომში Here შევა, რომელიც დღის სინათლეს 4 ნოემბერს იხილავს.