Tac-ის თეთრეული საქართველოს ბაზარზე ნამდვილად უკონკურენტოა. ნაზი, სასიამოვნო, ჯანსაღი, ყვავილებით ან ორნამენტებით მოხატული კომპლექტები - კომპანია თეთრეულის ფართო არჩევანს გთავაზობთ. TAC-ის ტექსტილის უმაღლესი სტანდარტები სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციების მიერ გამოცემული სერთიფიკატებითაა დადასტურებული.
TAC-ის ბრენდი საქართველოში ფილიალების ქსელს აფართოებს. 10 ოქტომბრიდან, ქალბატონებს სახლის თანამედროვე ტექსტილის შეძენა ვაკეში, ჭავჭავაძის №23-ში და გლდანში მდებარე ახალ სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“, ხიზაბავრის ქ. №1-ში შეეძლებათ. თვის ბოლომდე კი კიდევ ერთი, რიგით მეშვიდე ფილიალის გახსნა სავაჭრო ცენტრ „East Point”-ში იგეგმება.
"არანაირი კომპრომისი ხარისხის ხარჯზე“ – ასეთია TAC-ის ლოზუნგი, რომელიც საკუთარი ბრენდის ქვეშ მაღალი ხარისხისა და თანამედროვე კოლექციებით გამორჩეულ ისეთ ტექსტილის ბრენდებს აერთიანებს, როგორიცაა: TAC, Valeron, Pierre Cardin, Linens, Kristal, CASABEL, Brielle, teona, Bianca Luna და ა.შ.
ამჟამად TAC-ის ტექსტილი მხოლოდ თბილისში მდებარე ექვს ფილიალშია ხელმისაწვდომი. თუმცა, კომპანიის მენეჯმენტი უახლოეს მომავალში ფილიალების გახსნას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს.